Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია საზღვარგარეთ; დიასპორის წევრების ჩართულობა ქართული კერძების, რეცეპტებისა და კულტურის გაცნობაში; კულინარიული ღონისძიებების, სასწავლო შეხვედრების და ბანაკების ორგანიზება, სადაც მონაწილეები აქტიურად შეისწავლიან ქართული კერძების მომზადებას; დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული რესტორნების, კულინარიული კლუბებისა და სკოლის პროექტების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

საქართველოს ელჩის შეხვედრა საამიროების მედიის ეროვნული უწყების ვიცე-პრეზიდენტთან

საქართველოს ელჩის შეხვედრა საამიროების მედიის ეროვნული უწყების ვიცე-პრეზიდენტთან

2026 წლის 23 ივნისს, საქართველოს ელჩმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა საამიროების მედიის ეროვნული უწყების ვიცე-პრეზიდენტთან, მოჰამედ საეედ ალ შეჰისთან.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გიორგი ჯანჯღავას სტატია-ინტერვიუ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობების შესახებ

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გიორგი ჯანჯღავას სტატია-ინტერვიუ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობების შესახებ

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 20-ზე მეტმა წამყვანმა საინფორმაციო და ბეჭდურმა გამოცემამ გამოაქვეყნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გიორგი ჯანჯღავას სტატია-ინტერვიუ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობების შესახებ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს  „ჩემი ქართული სკოლა“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელი პირების მისალოცი წერილები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელი პირების მისალოცი წერილები

 საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მისმა უდიდებულესობამ, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა  მისალოცი წერილი გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს.

საქართველოს ელჩის შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების, აბუ-დაბის საამიროს ეკონომიკური განვითარების სამთავრობო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან

საქართველოს ელჩის შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების, აბუ-დაბის საამიროს ეკონომიკური განვითარების სამთავრობო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან

2026 წლის 11 მაისს, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების, აბუ-დაბის საამიროს ეკონომიკური განვითარების სამთავრობო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ჰამად საიაჰ ალ მაზროუეისთან.

საქართველოს ელჩის შეხვედრა სამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატებთან ურთიერთობების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან

საქართველოს ელჩის შეხვედრა სამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატებთან ურთიერთობების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან

2026 წლის 6 მაისს, საქართველოს ელჩმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა სამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატებთან ურთიერთობების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან მუჰამედ ალ ქუვაითისთან.

არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

2026 წლის 30 აპრილს, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაცია, საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრის, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის ხელმძღვანელობით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“. კონკურსის მიზანია ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ასევე, დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.

საქართველოს ელჩის შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის საგანგებო მრჩეველთან

საქართველოს ელჩის შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის საგანგებო მრჩეველთან

2026 წლის 26 მარტს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ გამართა შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის საგანგებო მრჩეველთან, ჰუდა ალ ხამის-კანუსთან.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელი პირების სამძიმრის წერილები

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელი პირების სამძიმრის წერილები

     არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მისმა უდიდებულესობამ, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

საქართველოს ელჩის მონაწილეობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქ. შარჯაში გამართულ რამადანის სუჰოურის მაჯლისში

საქართველოს ელჩის მონაწილეობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქ. შარჯაში გამართულ რამადანის სუჰოურის მაჯლისში

2026 წლის 13 მარტს, საქართველოს ელჩმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გიორგი ჯანჯღავამ, მონაწილეობა მიიღო ქ. შარჯაში გამართულ რამადანის სუჰოურის მაჯლისში, რომლის ფარგლებშიც გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შარჯას საამიროს ადგილობრივი პარლამენტის (Sharjah Consultative Council) თავმჯდომარესთან, აბდულა ბელჰაიფ ალ ნუაიმისთან, ასევე შარჯას პარლამენტის წევრებთან.