საქართველოს ელჩის შეხვედრა "Future Hospitality Summit Dubai 2026”- ის ორგანიზატორი კომპანიის, The Bench-ის, გენერალურ დირექტორთან
2026 წლის 30 სექტემბერს საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ღონისძიების — “Future Hospitality Summit Dubai 2026”- ის ორგანიზატორი კომპანიის, The Bench-ის, გენერალურ დირექტორ მეთიუ ვეისთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოს სასტუმრო და ტურიზმის სფეროების განვითარების პერსპექტივები, ქვეყნის მზარდი ტურისტული პოტენციალი და საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების, პოზიციონირების შესაძლებლობები.
