საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა
საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემაარაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში განაცხადის წარგდენა საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემაზე ხდება წინასწარ დანიშნულ დროს საელჩოში გამოცხადებით, ან საფოსტო გზავნილის საშუალებით. ვიზიტის დაჯავშნა და საჭირო საბუთების ატვირთვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://geoconsul.gov.ge/ka/consular-services
დასაბრუნებელი მოწმობის გაცემისთვის საჭირო დოკუმენტაცია:განმცხადებლის მიერ შევსებული, ხელმოწერილი ანკეტა;საკონსულო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი (ინგლისურენოვანი) ქვითრის ატვირთვა (130 დირჰამი, 35$-ის ექვივალენტი);პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);სურათის (ზომით 4x5.1 სმ, სასურველია გარჩევადობა - 300 DPI) ატვირთვა სისტემაში; ყველა დოკუმენტი რასაც ატვირთავთ უნდა იყოს დასკანერებული და არა ტელეფონით გადაღებული ფოტოსურათი.
საელჩოს საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები:Abu Dhabi Commercial Bank (ADCB)
AED accounts details:
Customer Name : EMBASSY OF GEORGIA
Account Number : 11804284920004
IBAN - AE790030011804284920004
SWIFT - ADCBAEAA
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:საკონსულო მოსაკრებელი გადაიხადეთ მხოლოდ ონლაინ გადარიცხვით ან ADCB ბანკის ფილიალში განთავსებული თანხის ჩასარიცხი აპარატის მეშვეობით. მას საკომისიო არ გააჩნია.ADCB ბანკის მოლარის/ოპერატორის მეშვეობით თანხა არ გადაიხადოთ, რამეთუ 52.5 დირჰამი ავტომატურად იხსნება საელჩოს ანგარიშიდან და ამ სხვაობის დაფარვა განმცხადებელს მოუწევს დამატებით.