საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის მონაწილეობა გაერო-ს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მე-15 კონგრესში
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის მოადგილის, გიორგი დგებუაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო აბუ-დაბიში გამართულ გაერო-ს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მე-15 კონგრესში.
კონგრესის პარალელურად, საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, იტალიისა და იაპონიის დელეგაციებთან, ასევე, გაერო-ს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის პროგრამის ქსელის მონაწილე სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან.
