- მთავარი
- ელჩის ბიოგრაფია
- გიორგი ჯანჯღავა
გიორგი ჯანჯღავა
დაბადების თარიღი და ადგილი
1965 წლის 24 ივლისი, ქ.თბილისი
პროფესიული გამოცდილება
2018 წლიდან - 2024- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში; ასევე, აკრედიტებული ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ალბანეთის, სუდანის, ალჟირის სახალხო დემოკრატიულ და მავრიტანიის ისლამურ რესპუბლიკებში;
2014 – 2018 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში; ასევე, აკრედიტებული ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში; საქართველოს წარმომადგენელი ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC);
2013 – 2014 - საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირლანდიაში;
2009 – 2013 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში; ასევე, აკრედიტებული პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში;
2006 – 2009 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში; ასევე, აკრედიტებული სირიის არაბთა რესპუბლიკაში;
2004 – 2005 - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) მეცნიერ-თანამშრომელი, მკვლევარი;
1994 – 2004 - საქართველოს გენერალური კონსული თურქეთის რესპუბლიკაში (ქ. ტრაპიზონი);
1993 – 1994 - საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის დიპლომატიური პროტოკოლის სამსახურის უფროსი;
1992 – 1993 - საქართველოს სახელმწიფო საბჭოს სახელმწიფო მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში;
1989 – 1992 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი;
განათლება
2023 წლის 5 ოქტომბერი - მიენიჭა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი;
1990 - გრძელვადიანი სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ლონდონის უნივერსიტეტში.
1986 – 1987 - სწავლობდა კაიროს (ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა) უნივერსიტეტში;
1988 - დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი;
გამოქვეყნებული ნაშრომები
არის 2 წიგნისა და 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
განსაკუთრებული მიღწევები
წმინდა მარკოზ მახარებლის ორდენის კავალერი (2009 წ.).
დიპლომატიური რანგი
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი (2007 წ.);
საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი (1994 წ.);