Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებს 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს

საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებს 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებს 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მხარდაჭერას პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.

საქართველოს ელჩის შეხვედრა ფუჯეირას საამიროს ტახტის მემკვიდრესთან, შეიხ მოჰამედ ბინ ჰამად ალ შარქისთან

საქართველოს ელჩის შეხვედრა ფუჯეირას საამიროს ტახტის მემკვიდრესთან, შეიხ მოჰამედ ბინ ჰამად ალ შარქისთან

2026 წლის 26 ოქტომბერს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, შეხვედრა გამართა ფუჯეირას საამიროს ტახტის მემკვიდრესთან, შეიხ მოჰამედ ბინ ჰამად ალ შარქისთან.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხმა აბდულა ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ჯანჯღავას „განსაკუთრებული მიღწევების ჯილდო“ გადასცა

22 ოქტომბერს,არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხმა აბდულა ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ჯანჯღავას, გადასცა „განსაკუთრებული მიღწევების ჯილდო“ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს შორის საქართველოს საელჩოს გამორჩეული საქმიანობის, ინოვაციური მიღწევებისა და სხვადასხვა სფეროში სამინისტროსთან წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის აღიარების ნიშნად.

მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში "Raisina Middle East“

მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში "Raisina Middle East“

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქ. აბუ-დაბიში, გამართულ კონფერენციაში "Raisina Middle East“, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების და ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის - Observer Research Foundation-ის ორგანიზებით გაიმართა.

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის და საგარეო ვაჭრობის მინისტრებს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის და საგარეო ვაჭრობის მინისტრებს შეხვდა

15 ოქტომბერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს, აბდულა ბინ ტუქ ალ მარის, და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა.

მაკა ბოჭორიშვილი ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ქ. აბუ-დაბიში, საერთაშორისო კონფერენციის "Raisina Middle East" ფარგლებში, ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, დოქტორ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა.

საქართველოს ელჩის შეხვედრა დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან

საქართველოს ელჩის შეხვედრა დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან

2026 წლია 6 ოქტომბერს, EURASIA GULF, Capital Club და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა საქართველოს ელჩთან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გიორგი ჯანჯღავასთან.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის მონაწილეობა გაერო-ს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მე-15 კონგრესში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის მონაწილეობა გაერო-ს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მე-15 კონგრესში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის მოადგილის, გიორგი დგებუაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო აბუ-დაბიში გამართულ გაერო-ს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მე-15 კონგრესში.

საქართველოს ელჩის შეხვედრა "Future Hospitality Summit Dubai 2026”- ის ორგანიზატორი კომპანიის, The Bench-ის, გენერალურ დირექტორთან

საქართველოს ელჩის შეხვედრა "Future Hospitality Summit Dubai 2026”- ის ორგანიზატორი კომპანიის, The Bench-ის, გენერალურ დირექტორთან

2026 წლის 30 სექტემბერს საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ღონისძიების — “Future Hospitality Summit Dubai 2026”- ის ორგანიზატორი კომპანიის, The Bench-ის, გენერალურ დირექტორ მეთიუ ვეისთან.

საქართველოს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობა ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში - ATM (Arabian Travel Market)

საქართველოს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობა ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში - ATM (Arabian Travel Market)

2026 წლის 14-17 სექტემბერს, დუბაიში ჩატარდა ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი - ATM (Arabian Travel Market), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციისა და 32 ქართული კომპანიის წარმომადგენლებმა. ღონისძიებაში 156 ქვეყნის ტურიზმისა და მოგზაურობის სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მაკა ბოჭორიშვილი შეიხა ლატიფა ბინთ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქთუმს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი შეიხა ლატიფა ბინთ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქთუმს შეხვდა

2026 წლის 16 სექტემბერს, დუბაიში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დუბაის კულტურისა და ხელოვნების ადმინისტრაციის თავმჯდომარეს, შეიხა ლატიფა ბინთ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქთუმს შეხვდა.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტი

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, არაბული მედია სამიტის ფარგლებში გამართულ „ევრონიუს“-ის ფორუმის პანელურ დისკუსიაზე - „ეროვნული ნარატივის ჩამოყალიბება ღია მედიის ეპოქაში“ - საქართველოს წინააღმდეგ ბოლო წლებში გავრცელებულ დეზინფორმაციულ კამპანიებზე, ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, ევროპულ მისწრაფებებსა და საერთაშორისო პარტნიორობაზე ისაუბრა.