მნიშვნელოვანი ინფორმაცია არაბთა გაერთიანებული საამიროების კანონმდებლობის შესახებ
არაბთა გაერთიანებული საამიროების ადგილობრივი კანონმდებლობა:
- ბევრი რამ, რაც საქართველოში დაშვებულია, კანონმდებლობით აკრძალულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ხსენებული აკრძალვები უმრავლეს შემთხვევების ითვალისწინებს სოლიდურ ფინანსურ სანქციას, დეპორტაციას და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
- საამიროებში მართლსაწინააღმდეგო ქმედებად ითვლება ისლამის, სამეფო ოჯახის წევრების, მთავრობის წევრების და სახელმწიფო დროშის შეურაცყოფა;
- ოფიციალურ ქორწინებაში მყოფი წყვილის გარდა სქესობრივი კავშირი, ყველა სახვა შემთხვევაში დასჯადია. ასევე, კანონდარღვევაა ორი განსხვავებული სქესის მქონე ადამიანების თანაცხოვრება, გარდა ერთი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავებისა;
- სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ნარკოტიკების პირადი მოხმარება. ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაშვებულია, როგორც სიკვდილით დასჯა ასევე სამუდამო პატიმრობა. ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით შესაძლებელია მოქალაქის დაკავება და გასამართლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის პირად ნივთებზე, ტანსაცმელზე ან სხეულზე რომელიმე ნარკოტიკის კვალი იქნება აღმოჩენილი. ესეთი ფორმის შემოწმების შესაძლებელია მოქალაქეს ან მის პირად ნივთებს აეროპორტში ჩამოსვლისთანავე ჩაუტარდეს;
- საამიროების არა-მუსლიმმა რეზიდენტებმა (აბუ-დაბის საამიროს გამოკლებით) სავალდებულოდ უნდა შეისყიდონ ალკოჰოლის მოხმარების ლიცენზია, მხოლოდ ლიცენზიის ქონის შემთხვევაშია არის ლეგალური ალკოჰოლის ყიდვა ან მოხმარება. არა-მუსლიმ სტუმრებს, მათ შორის ლიცენზიის არმქონე პირებს შეუძლიათ მიირთვან ალკოჰოლი სასტუმროებში. აკრძალულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლის მოხმარება, აეროპორტების ჩათვლით. შარჯის საამიროში ალკოჰოლის მოხმარება საერთოდაა აკრძალული;
- ყურადღებით იყავით ფოტო-სურათების გადაღებისას. დაუშვებელია ფოტოების გადაღება სატრანსპორტო ობიექტებისთვის (აეროპორტები, ხიდები და სხვა), სამთავრობო შენობების, საელჩოების და სასახლეებისთვის. დაუშვებელია კონკრეტული ადამიანების ფოტოების გადაღება და მათი სოციალური მედიაში განთავსება, ამ ადამიანების პირადი ნებართვის გარეშე. ასევე ავტომობილისთვის მათი მფლობელი თანხმობის გარეშე;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები არ აღიარებს ორმაგ მოქალაქეობას, შესაბამისად საქართველოს საელჩო ვერ შეძლებს საჭიროების შემთხვევაში დახმარების აღმოჩენას, თუ თქვენ ქვეყანაში შემოხვალთ სხვა სახელმწიფოს პასპორტით;
- არაბთა გაერთიანებულ საამიროებს აქვს ჩაცმულობის და ყოფაქცევის მკაცრი სტანდარტები. ჩაიცვით სამოსი რომელიც ფარავს მხრებს და მუხლებს, გაითვალისწინეთ განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა შარჯას და აჯმანის საამიროები, სადაც კანონმდებლობა შარიათის წესებით იმართება. კანონდარღვევაა „რამადანის“ წმინდა თვის განმავლობაში მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე საჯარო ადგილებში კვება, სმა ან სიგარეტის მოწევა.