საქართველოს ელჩის შეხვედრა დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან
2026 წლია 6 ოქტომბერს, EURASIA GULF, Capital Club და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა საქართველოს ელჩთან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გიორგი ჯანჯღავასთან.
შეხვედრამ ერთ სივრცეში გააერთიანა საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებული ბიზნესმენები, მეწარმეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებმაც იმსჯელეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
