Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გიორგი ჯანჯღავას სტატია-ინტერვიუ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობების შესახებ

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 20-ზე მეტმა წამყვანმა საინფორმაციო და ბეჭდურმა გამოცემამ გამოაქვეყნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გიორგი ჯანჯღავას სტატია-ინტერვიუ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობების შესახებ.
 
სტატიაში ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ პოზიტიურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს და დინამიური კავშირების მნიშვნელობას. ასევე, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში მიმზიდველი ბიზნეს გარემოს არსებობა და საამიროების მხრიდან ბოლო ათწლეულში განხორციელებული და სამომავლო მსხვილი ინვესტიციების მნიშვნელობა. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში მზარდ პოზიტიურ დინამიკაზე.
 
ცნობისთვის: გასული დეკადების განმავლობაში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში 1.5 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. გასულ წელს ქვეყნებს შორის ვაჭრობამ კი ნახევარ მილიარდ დოლარს მიაღწია. ასევე აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საამიროებიდან 500 000-მდე ვიზიტორი ეწვია საქართველოს, საქართველოდან კი 35 000-მდე ვიზიტორმა იმოგზაურა საამიროებში. წინა წლის მონაცემებით, საამიროებში 2 000-მდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს და ეწევა ბიზნეს საქმიანობას. საქართველოსა და საამიროებს შორის კი ყოველკვირეულად სეზონზე 65-მდე ავიარეისი სრულდება.