საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში
2026 წლის 12-14 იანვრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რასაც ხელს უწყობს მჭიდრო პოლიტიკური კავშირები. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოში გასულ წელს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის განსაკუთრებული მნიშვნელობა.
ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გამართა ასევე აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორთან, ბატონ აბდულაზიზ ზაიედ ალ შამსისთან, კომპანია PRYPCO-ს დამფუძნებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან, ბატონ ამირა საჯვანისთან, ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიის, DAMAC Properties-ის დამფუძნებელთან, ბატონ ჰუსეინ საჯვანისთან, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანიის, „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელთან, ბატონ მოჰამედ ალაბართან,
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ლიდერთა დიალოგში თემაზე - შუა დერეფანი - ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით.

