საქართველოს ელჩის შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების, აბუ-დაბის საამიროს ეკონომიკური განვითარების სამთავრობო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან
2026 წლის 11 მაისს, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების, აბუ-დაბის საამიროს ეკონომიკური განვითარების სამთავრობო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ჰამად საიაჰ ალ მაზროუეისთან.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ამავე უწყების ეკონომიკური პოლიტიკის გენერალური დირექტორი, მუჰამედ ალ შაიბა ალ შარიანი, სავაჭრო ურთიერთობათა დირექტორი, ხალედ მუბარაკ ალ ბუსაეედი და აბუ-დაბის სავაჭრო პალატის მთავარი ხაზინადარი, მასოუდ რაჰმა ალ მასოუდი.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობასა და პოზიტიურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს, რაც დასტურდება ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში განხორციელებული უმაღლესი დონის სახელმწიფო ვიზიტებით.
საუბრისას გამოითქვა მზადყოფნა ინვესტიციების მოზიდვის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ენერგეტიკისა და სახელმწიფო სერვისების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ხაზი გაესვა ამ სფეროებში საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას.
