Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

საქართველოს ელჩის შეხვედრა საამიროების ფედერალური ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან

2026 წლის 7 ივლისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალური ეროვნული საბჭოს (პარლამენტი) თავმჯდომარესთან, საქრ ღობაშთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საამიროებს შორის არსებულ დინამიურად მზარდ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, ასევე, ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივებსა და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზების საკითხებზე. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების მნიშვნელობასა და პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების აქტიური კომუნიკაციის ხელშეწყობაზე.