საქართველოს ელჩის შეხვედრა დუბაის საამიროს კულტურისა და ხელოვნების გენერალური დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ქალბატონ ჰალა ბადრისთან
2026 წლის 16 იანვარს, საქართველოს ელჩმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა დუბაის საამიროს კულტურისა და ხელოვნების გენერალური დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ქალბატონ ჰალა ბადრისთან.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და დუბაის შორის არსებული კულტურული კავშირები და თანამშრომლობის გაძლიერების გზები. ასევე, საუბარი შეეხო ქართული კულტურის მონაწილეობის საკითხს დუბაის ფესტივალებსა და საერთაშორისო პლატფორმებში.

