სოხუმის დაცემის 30 წლის თავი
სოხუმის დაცემის 30 წლის თავი
დღეს შესრულდა სოხუმის დაცემიდან 30 წელი. ამ თარიღთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ა.წ. 26 სექტემბრის N. 1706-ის განკარგულების შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული შენობების თავზე დაშვებული იქნება საქართველოს სახელმწიფო დროშები.
საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია, ასევე, აბუ-დაბიში საქართველოს საელჩოს შენობების თავზეც.