საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელი პირების მისალოცი წერილები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მისმა უდიდებულესობამ, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა მისალოცი წერილი გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს.
ასევე, მისალოცი წერილები გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა, მისმა უდიდებულესობამ, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა და ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, მისმა უდიდებულესობამ, შეიხ მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა.
