Invest Georgia UAE-მ უმასპინძლა ბიზნეს დელეგაციას დუბაიდან
Invest Georgia UAE-მ, აბუ დაბიში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს ბიზნეს საბჭოსთან თანამშრომლობით, უმასპინძლა დუბაიდან ჩამოსულ ბიზნეს დელეგაციას.
ღონისძიებას 40-ზე მეტი საპატიო სტუმარი ეწვია, მათ შორის ცნობილი ინვესტორები და წამყვანი საბროკერო ფირმების აღმასრულებელი დირექტორები.
დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მაღალი დონის პრეზენტაცია, რომელიც 2025 წლის 14 ნოემბერს, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა.

