საქართველოს ელჩის შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრთან
2026 წლის 17 თებერვალს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრთან ნურა ბინთ მუჰამედ ალ ქააბისთან.
შეხვედრაზე, ხაზი გაესვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის მზარდ და პოზიტიურ დინამიკას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. ხაზი გაესვა საქართველოს მდიდარი კულტურისა და ისტორიის დიდ მნიშვნელობას, მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ჭრილში.
შეხვედრისას, ასევე, განიხილეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამომავლოდ დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებში ქართული მხარის მონაწილეობის საკითხი. მხარეებმა კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოხატეს.
.jpeg&w=3840&q=100)