საქართველოს ელჩის შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის საგანგებო მრჩეველთან
2026 წლის 26 მარტს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ გამართა შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის საგანგებო მრჩეველთან, ჰუდა ალ ხამის-კანუსთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
საუბრისას ძირითადი აქცენტი გაკეთდა ორმხრივი თანამშრომლობაზე, კულტურის სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, სამუზეუმო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი ფესტივალის ფარგლებში, როგორიცაა „Abu Dhabi Festival”.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის აპრილში დაგეგმილ „Abu Dhabi Festival”-ში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მუსიკოსები.
