Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

საქართველოს ელჩის შეხვედრა ფუჯეირას საამიროს ტახტის მემკვიდრესთან, შეიხ მოჰამედ ბინ ჰამად ალ შარქისთან

2026 წლის 26 ოქტომბერს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, შეხვედრა გამართა ფუჯეირას საამიროს ტახტის მემკვიდრესთან, შეიხ მოჰამედ ბინ ჰამად ალ შარქისთან. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ფუჯეირას საამიროს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს. მხარეებმა განიხილეს კულტურული, ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაფართოვებისა და თანამშრომლობის განვითარების კონკრეტული პერსპექტივები.
 
საქართველოს ელჩმა აღნიშნა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ ფედერალურ დონეზე მიღწეული პროგრესი და ქვეყნის განვითარებისკენ მიმართული პოლიტიკა. 
 
შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარების მზაობა.