Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

საქართველოს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობა ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში - ATM (Arabian Travel Market)

2026 წლის 14-17 სექტემბერს, დუბაიში ჩატარდა ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი - ATM (Arabian Travel Market), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციისა და 32 ქართული კომპანიის წარმომადგენლებმა. ღონისძიებაში 156 ქვეყნის ტურიზმისა და მოგზაურობის სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.  
  
ფორუმზე საქართველო წარმოდგენილი იყო სპეციალური საპრეზენტაციო სტენდით, სადაც მსურველებს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. საქართველოს სტენდმა დამთვალიერებელთა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა.