Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

საქართველოს ელჩის შეხვედრა მედია საშუალება „Gulf News”-ის აღმასრულებელ დირექტორთან

2026 წლის 21 ივლისს, საქართველოს ელჩმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა საამიროების წამყვან მედია საშუალება „Gulf News”-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ვიჯაი ვაღელასთან და მთავარ რედაქტორთან, მარკ ტომპსონთან.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და მიმზიდველ ბიზნეს გარემოს, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს საერთაშორისო ცნობადობისა და ქვეყნის მიღწევების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების მიზნით.