მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის და საგარეო ვაჭრობის მინისტრებს შეხვდა
15 ოქტომბერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს, აბდულა ბინ ტუქ ალ მარის, და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა.
შეხვედრებზე განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა, CEPA-ს ფარგლებში თანამშრომლობა, ასევე ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში არსებული შესაძლებლობები.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებსა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.
