Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტის მიღება შეუძლია: 

  1. დისტანციურად, www.sda.gov.ge -ზე შესაბამისი განაცხადის შევსებით. ბიომეტრიული პასპორტის საფასურია 205 ლარი. https://sda.gov.ge/?page_id=5103
  2. წარმომადგენლის მეშვეობით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში.თქვენი ნდობით აღჭურვილმა პირმა უნდა წარადგინოს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა ბიომეტრიული პასპორტის გაცემის შესახებ და ადგილზე შეავსოს განცხადების ფორმა. წარმომადგენლის მეშვეობით ბიომეტრიული პასპორტის გაცემისთვის დაწესებულია შემდეგი ვადები და საფასურები:

    • მე-10 სამუშაო დღეს - 155 ლარი;
    • მე-5 სამუშაო დღეს – 205 ლარი.     
  3. ქ. აბუ-დაბიში საქართველოს საელჩოში.

    • საელჩოში ბიომეტრიულ პასპორტზე მომართვის შემთხვევაში,დოკუმენტი დამზადდება განაცხადის წარდგენიდან 45 დღის ვადაში;
    • პასპორტის გაცემის საფასურია 50$. არა-სრულწლოვნებზე ვრცელდება 50%იანი შეღავათი.
    • არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად განაცხადის წარგდენა ხდება წინასწარ დანიშნული ვიზიტის საფუძველზე. ვიზიტის დანიშვნა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://www.geoconsul.gov.ge/en/register/visit

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი ან/და მისი ასლი) ;
  2. ბიომეტრიული ფოტო;
  3. საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ( $50 ან მისი ექვივალენტი ადგილობრივ ვალიუტაში).
  4. პასპორტის შეცვლის შემთხვევაში: ძველი პასპორტი. 

არასრულწლოვან მოქალაქეზე პასპორტის გაცემის შემთხვევაში, დამატებით წარმოსადგენია: 

  1. დაბადების მოწმობა. თუ არასრულწლოვანი დაბადებულია საზღვარგარეთ, დაბადების მოწმობა უნდა იყოს ნათარგმნი (ქართულად, ინგლისურად ან რუსულად) და დამოწმებული შესაბამისი წესით (აპოსტილით ან ლეგალიზებული)
  2. ნოტარიულად დამოწმებული მშობლის თანხმობა, თუ ერთ-ერთი მშობელი ვერ ახერხებს საელჩოში გამოცხადებას. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის წარდგენა ხდება წარმომადგენლის მეშვეობით-ორივე მშობლის თანხმობა.
  3. მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. 

სრულწლოვან პირზე პასპორტი გაიცემა 10 წლის ვადით. არასრულწლოვანებზე - 3 წლით.

საელჩოს საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები: 

Abu Dhabi Commercial Bank (ADCB)

AED accounts details:
Customer Name - EMBASSY OF GEORGIA
Account Number - 11804284920005
IBAN - AE520030011804284920005
SWIFT - ADCBAEAA

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: 

  • საფასური გადაიხადეთ მხოლოდ ონლაინ გადარიცხვით ან ADCB ბანკის ფილიალში განთავსებული თანხის ჩასარიცხი აპარატის მეშვეობით. მას საკომისიო არ გააჩნია.
  • ADCB ბანკის მოლარის/ოპერატორის მეშვეობით თანხა არ გადაიხადოთ, რამეთუ 52.5 დირჰამი ავტომატურად იხსნება საელჩოს ანგარიშიდან და ამ სხვაობის დაფარვა განმცხადებელს მოუწევს დამატებით.