საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მონაწილეობა მიიღო ქ. დუბაიში გამართულ მსოფლიო მთავრობათა სამიტში
2026 წლის 3-5 თებერვალს საქართველოს დელეგაციამ, პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო დუბაიში გამართულ მსოფლიო მთავრობათა სამიტში (World Governments Summit).
სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა თემაზე - „გლობალური ვაჭრობა და ლოჯისტიკა“, აგრეთვე მან მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში თემაზე - „ინვესტიციების მომავალი“.
ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამართა შემდეგი შეხვედრები:
- ბოცვანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, დუმა გიდეონ ბოკოსთან;
- სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, დურო მაცუტთან;
- ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრთან, მასრურ ბარზანისთან;
- ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანთან, ჯასემ მოჰამედ ალბუდაივისთან;
- გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნოვაისთან;
- Philip Morris International-ის ცენტრალური აზისა და კავკასიის რეგიონის პრეზიდენტთან, მარკო მარიოტისთან.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ბატონმა გივი მიქანაძემ გამართა შემდეგი შეხვედრები:
- არაბთა გაერთიანებული საამიროების უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის მინისტრთან, აბდულრაჰმან აბდულმანან ალ ავართან;
- არაბთა გაერთიანებული საამიროების განათლების მინისტრთან, სარა ბინთ იუსეფ ალ ამირთან;
- აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრთან, ემინ ამრულაევთან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ბატონი პაატა სალია სიტყვით გამოვიდა პლენალურ სესიაზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის თემატიკაზე ქვეყნების გამოცდილებებს მიეძღვნა. ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობისათვის ქვეყნის მნიშვნელობაზე, ქვეყნისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებაზე, ქვეყნის ციფრული მმართველობის სტრატეგიასა და განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებზე.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ბატონმა ლევან ჟორჟოლიანმა მონაწილეობა მიიღო სამთავრობო გამოცდილების გაზიარების ფორუმის პლენარულ დისკუსიაში თემაზე - „ეროვნული პროგრესის გაძლიერება ადამიანური კაპიტალის განვითარების გზით“.
ასევე, არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრთან, მინისტრთა კაბინეტის გენერალურ მდივანთან, მარიამ ალ ჰამადთან ერთად მან ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას შორის სამთავრობო გამოცდილების გაცვლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
