საქართველოს ელჩის შეხვედრა საამიროების მედიის ეროვნული უწყების ვიცე-პრეზიდენტთან
2026 წლის 23 ივნისს, საქართველოს ელჩმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა საამიროების მედიის ეროვნული უწყების ვიცე-პრეზიდენტთან, მოჰამედ საეედ ალ შეჰისთან.
შეხვედრაზე, განხილულ იქნა როგორც უწყებასა და საელჩოს, ისე ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარების, ეფექტური კომუნიკაციის გაღრმავებისა და მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და შესაძლებლობები.
შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო ურთიერთობების დადებით დინამიკაზე. საუბრისას ხაზი გაესვა ასევე საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და მის მიმზიდველ ბიზნეს გარემოს.
