Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

საქართველოს ელჩის შეხვედრა აბუ-დაბის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან

2026 წლის 9 თებერვალს, საქართველოს ელჩმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა აბუ-დაბის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, ბატონ ალი საედ ბინ ჰარმალ ალდჰაჰერისთან.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების გზებს, განსაკუთრებით კი, საქართველოში ინვესტიციების შესაძლებლობებს. ასევე აღინიშნა ქართული პროდუქციის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საექსპორტო პერსპექტივებიც. აღსანიშნავია, რომ აბუ-დაბის სავაჭრო-სამრეწველო პალატა 1969 წელს დაარსდა და დღესდღეობით 170 ათასზე მეტ წევრს აერთიანებს.