საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენა
ა.წ. 2 მაისს, დუბაში, ადგილობრივი კომპანია „Euro-Asia Gulf“-ის ორგანიზებითა და ქართული რესტორანი „Shvili“-ს მასპინძლობით, გაიმართა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველო ელჩის, ბატონი პაატა კალანდაძის შეხვედრა დუბაიში მოღვაწე 30 კერძო კომპანიასთან. ამ შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა დამსწრეთ ესაუბრა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. კომპანიების წარმომადგენლებს გადაეცათ „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ მომზადებული სპეციალური ბროშურა სახელწოდებით „Investment Climate and Opportunities“.