Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოეწერა

ა.წ. 10 ოქტომვერს, დუბაში ხელი მოეწერა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებას.

საქართველოს მხრიდან ხსენებულ შეთანხმებას ხელი მოაწერა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ბატონმა ლევან დავითაშვილმა, ხოლო საამიროების მხრიდან საგარეო ვაჭრობის სახელმწიფო მინისტრმა, დოქტორ ტანი ბინ ახმედ ზეიუდმა. ხელმოწერის ცერემონიაზე, დისტანციურ რეჟიმში, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა, ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, დუბაის მმართველმა, მისი უმაღლესობა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა.

ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გაიმართა ერთობლივი პრესს-კონფერენცია, სადაც მხარეებმა ისაუბრეს ამ ხელშეკრულების მნიშვნელობაზე. ამ კუთხით ხაზგასმულ იქნა ორ ქვეყანას შორის  სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მზარდ დინამიკა, რაზეც სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს. კერძოდ, 2022 წლის მონაცემებით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 92%-ით გაიზარდა და 314,20 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტი 51%-ით გაიზარდა და 31,12 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. რაც შეეხება იმპორტს, ის 98%-ით გაიზარდა და 283,08 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოდან საამიროებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე შევა ქართული პროდუქციის 97.5%. საქართველოსთვის გაიხსნება 10 მილიონიანი სამომხმარებლო, მაღალმსყიდველობისუნარიანი ბაზარი.