არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელი პირების სამძიმრის წერილები
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მისმა უდიდებულესობამ, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
ასევე, სამძიმრის წერილები გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა, მისმა უდიდებულესობამ, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა და ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, მისმა უდიდებულესობამ, შეიხ მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა.
