არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ელჩს უმასპინძლა საამიროების ერთერთმა ყველაზე დიდმა საინვესტიციო კომპანია „Alfa Dhabi Holding”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა
ა.წ. 7 ივნისს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ელჩს უმასპინძლა საამიროების ერთერთმა ყველაზე დიდმა საინვესტიციო კომპანია „Alfa Dhabi Holding”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბატონმა ჰამად ალ ამერიმ. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული კომპანიის საქმიანობა უტოლდება 74 მილიარდ ამერიკულ დოლარს.
შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობები. ამ თვალსაზრისით, ბატონმა ელჩმა მასპინძელს მიაწოდა სრული ინფორმაცია, საქართველოში ხსენებული კომპანიის ინვესტიციებთან დაკავშირებით არსებული შესაძლებლობების შესახებ.
მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობასთან დაკავშირებით საქმიანი კომუნიკაციის დამყარების თაობაზე.