საქართველოში 7-8 აგვისტო საქართველოს სახელმწიფო დროშები იქნება დაშვებული
საქართველოს მთავრობის ა.წ. 4 აგვისტოს ნომერი 1398-ი განკარგულებით, ა.წ. 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2023 წლის 7 აგვისტო საქართველოში გამოცხადდა გლოვის დღედ.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 8 აგვისტოს დაშვებული იქნება საქართველოს სახელმწიფო დროშები.
ასევე, საქათველოს მთავრობის ა.წ. 4 აგვისტოს განკარგულება ნომერ 1399-ის შესაბამისად, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონოდ ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, 2023 წლის 8 აგვისტო, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე დაშვებულ იქნება საქართველოს სახელმწიფო დროშები.
ა.წ. 7-8 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო დროსა დაშვებული იქნება, ასევე, ქ. აბუ-დაბიში საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზეც.
საქართველოს საელჩო ქ. აბუ-დაბიში, ღრმა მწუხარებას გამოხატავს კურორტ შოვში სტიქიური უბედურების შედეგად მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.
საქართველოს საელჩო პატივს მიაგებს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონოდ ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.