საქართველოს ელჩის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგრეო საქმეთა სამინისტროში
ა.წ. 5 დეკემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა პაატა კალანდაძემ, გამართა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საამიროების საგრეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას უმასპინძლა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, ბატონმა აჰმედ ბინ ალი ალ საეღმა. შეხვედრაზე მხარეებმა სიამოვნებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მზარდი თანამშრომლობა. ორივე მხარემ დაადასტურა, რომ საქართველოსა და საამიროებს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას დიდი პერსპექტივა გააჩნია.
საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით, საქართველოს ელჩს, ბატონ პაატა კალანდაძეს, საამიროების პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გადაეცა ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველი ხარისხის ორდენი.
შეხვედრის ბოლოს, ბატონმა ელჩმა და სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სრული მზაობა და ერთგულება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების მიმართულებით.