საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო დუბაიში გამართულ გამოფენა "Gulfood 2026"-ში
2026 წლის 26 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა დაესწრო ქ. დუბაიში გახსნილ მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა “Gulfood 2026”-ს, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საელჩო.
აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილია 2 ქართული პავილიონი, ხოლო საერთო ჯამში საქართველოდან მონაწილეობას იღებს 26, მათ შორის 18 საკვები და 8 სასმელი პროდუქტების კომპანია. ხაზგასასმელია, რომ ამ გამოფენაში მონაწილე ქართული კომპანიების ჩართულობა ყოველწლიურად იზრდება და მათ მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება.

