Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს ელჩმა „Diplomat Business Club“-ისგან მადლიერების ჯილდო მიიღო

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, „Diplomat Business Club“-ისგან მადლიერების ჯილდო მიიღო. აღნიშნული ჯილდო მას საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის დიპლომატიური, საქმიანი და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის გადაეცა.
ჯილდო ასახავს ელჩის ძალისხმევას ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების, საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაციისა და დიპლომატიურ და ბიზნესწრეებს შორის კავშირების გაღრმავების მიმართულებით. მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს საელჩო აქტიურად უჭერდა მხარს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, საინვესტიციო და კულტურული კავშირების გაფართოებას.
„Diplomat Business Club“ არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს დიპლომატებს, ბიზნესლიდერებს, მეწარმეებსა და ინვესტორებს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ეკონომიკური პარტნიორობის ხელშეწყობის მიზნით.