საქართველოს ელჩის მონაწილეობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქ. შარჯაში გამართულ რამადანის სუჰოურის მაჯლისში
2026 წლის 13 მარტს, საქართველოს ელჩმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გიორგი ჯანჯღავამ, მონაწილეობა მიიღო ქ. შარჯაში გამართულ რამადანის სუჰოურის მაჯლისში, რომლის ფარგლებშიც გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შარჯას საამიროს ადგილობრივი პარლამენტის (Sharjah Consultative Council) თავმჯდომარესთან, აბდულა ბელჰაიფ ალ ნუაიმისთან, ასევე შარჯას პარლამენტის წევრებთან.
